🚀 სწრაფი გზამკვლევი

OBD2 სკანერის დაერთება & დიაგნოსტიკა

მიჰყევით მარტივ 10 ნაბიჯს აპლიკაციის გამართვისა და ხარვეზების ამოკითხვისთვის.

1

აპლიკაციის გადმოწერა

გადმოწერეთ აპლიკაცია ოფიციალური ვებ-გვერდიდან:

🌐 octane.ge
2

ინსტალაცია

აპლიკაცია დააინსტალირეთ თქვენს ანდროიდ მოწყობილობაზე.

3

ავტორიზაცია

გახსენით აპლიკაცია და შეიყვანეთ წვდომის კოდი:, რომელიც სკანერის შეძენისას მიიღეთ:

🔑 XXXX
4

OBD სკანერის შეერთება

ჩაკეცეთ აპლიკაცია და შეაერთეთ OBD სკანერი ავტომობილის შესაბამის პორტში (საჭის ქვეშ).

5

WiFi კავშირის ჩართვა

დაელოდეთ 10-15 წამი და ტელეფონზე ჩართეთ WiFi კავშირი.

6

სკანერთან დაკავშირება

მოძებნეთ WiFi სიებში OBD2 მოწყობილობა და დაუკავშირდით მას.

7

პარამეტრების ჩახურვა

როდესაც დაეწერება "დაკავშირებულია" ან "Connected", ჩახურეთ პარამეტრები და დაელოდეთ შეტყობინების მოსვლას 10 წამის განმავლობაში.

8

შეტყობინების დადასტურება

ეკრანზე გამოჩენილ შეტყობინებაზე დააჭირეთ "დიახ", "Yes" ან "Agree".

9

აპლიკაციაში დაკავშირება

კვლავ გახსენით Octane App და დააჭირეთ ლურჯ მრგვალ ღილაკს "დაკავშირება".

10

სკანირების დაწყება 🎯

წარმატებული დაკავშირების შემდეგ, დააჭირეთ "სკანირების" ღილაკს და დაიწყეთ ხარვეზების აღმოჩენა.

🎬 ვიდეო ინსტრუქცია

მაინც ვერ უკავშირდებით?

თუ ყველა ნაბიჯის გავლის შემდეგ მაინც გექნებათ შეფერხება, უყურეთ ჩვენს დეტალურ ვიდეო ინსტრუქციას: